"ხაჭაპური" - VIIბ კლასი- ხელ. შორენა ქურდაძე
"ნარცისები და ტიტები" - VIბ კლასი- ხელ. შორენა ქურდაძე
VIIბ კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გაეკეთებინათ პროექტი "ხაჭაპური". პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა მთელმა კლასმა (28 მოსწავლე). პროექტს ხელმძღვანელობდა შორენა ქურდაძე-ბიოლოგიის მასწავლებელი და ნათელა სვიანაძე მათემატიკის მასწავლებელი.
პროექტის გაცნობისთანავე გაიმართა დისკუსია "ხაჭაპურის" წარმოშობის ისტორიასთან და მის სახელწოდებასთან დაკავშირებით. დისკუსიისას გამოიკვეთა აზრი,რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხაჭაპურის ერთი რომელიმე სახეა პოპულარული, მაგ იმერეთში "იმერული ხაჭაპური", აჭარაში - "აჭარული ხაჭაპური" და ა.შ. ამის გათვალისწინებით გამოითქვა აზრი კლასის 5 მუშა ჯგუფად დაყოფის შესახებ: იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, რაჭა და თბილისი. დაიგეგმა მომდევნო სამუშაო გეგმა.
- 20.10 - სკოლის დარეგისტრირება პროექტის ფასილიტატორთან.
- 27.10 - ფარული კენჭისყრა და კლასის დაყოფა 5 მუშა ჯგუფად: იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, რაჭა, თბილისი.
- 30.10-3.11 - bloger-ის შექმნა თვითოეული ჯგუფისთვის.
- 27.10-27.11 - ინფორმაციის მოძიება. თვითოეული ჯგუფი გამოიკვლევს ხაჭაპურის წარმოშობის ისტორიას, თუ რატომ ქვია მას "ხაჭაპური" და არა სხვა სახელი. მოიძიებენ ხაჭაპურის რეცეპტებს, მომზადების ტრადიციებს და მირთმევის წესებს.
- 24.11 - დეგუსტაცია. ხაჭაპურის მომზადება და მათემატიკური კვლევა.
- 1.11-31.12 - სურათების და მოძიებული ინფორმაციის "ბლოგებზე" განთავსება.
პროექტზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. მშობლებთან და მოსწავლეებთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ ხაჭაპური სკოლაში უნდა მოგვემზადებინა, თანაც სხვადასხვა სახის, საორგანიზაციო სამუშაოს ბავშვები ხელმძღვანელობდნენ და თვითონვე გააკეთეს ყველაფრის ორგანიზაცია: შეაგროვეს ფული, დაგეგმეს საჭირო იგრედიენტების ნუსხა და შეიძინეს, სახლიდან მოიტანეს ელექტრო ღუმელი და ცხობისათვის საჭირო ნივთები (ჯამები, გასაბრტყელებელი ნივთები, სახეხი, დანა, ფუნჯი, თეფშები და ა.შ.), ჯგუფებმა ერთმანეთში გაინაწილეს ხაჭაპურისათვის საჭირო იგრენდიეტები და დაიწყეს მუშაობა.
ხაჭაპურების გამოცხობას საკმაოდ ხანგრძლივი დრო დასჭირდა. სამწუხაროდ ოთახში სადაც ვმუშაობდით ელექტრო ღუმელის შეერთება ვერ შევძელით და გვერდით კლასში მოგვიხდა ხაჭაპურების გამოცხობა. თან ერთი ღუმელი გვქონდა და ცხობის პროცესი საკმაოდ გაიწელა. მაგრამ შუალედში მათემატიკის მასწავლებელმა სახალისო ამოცანები შესთავაზა "მომავალ ბიზმესმენებს", ვისაუბრეთ ყველის ამოყვანის, მაწონის შეყენების და ცომის აფუების ტექნოლოგიაზე. ბავშვებმა იმსჯელეს ხაჭაპურის სახელზე, სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ხაჭაპურის სახეებზე, ვისაუბრეთ საქართველოს კუთხეებზე, მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საინტერესო რეცეპტები, თიკომ ხაჭაპურზე თავის დაწერილი ლექსი წაგვიკითხა, მოგვიანებით მშობლები, მასწავლებლები, და გვერდითი კლასის მოსწავლეებიც შემოგვიერთდნენ და დავაგემოვნეთ ბავშვების მიერ გამზადებული ხაჭაპურები. რამოდენიმე ეტაპად მოგვიწია ხაჭაპურის გამოცხობა და შუალედში ბავშვები იმდენად გამხიარულდენ, რომ ცეკვაც წამოიწყეს. ერთი სიტყვით ძალიან მხიარული, მოულოდნელობებით სავსე სამახსოვრო დღე გვქონდა.
მოგვიანებით სურათები, მოძიებული ინფორმაცია და რეცეპტები ინტერნეტში ავტვირთეთ.
პროექტის განხორციელებაში გაწეული სამუშაოსათვის უდიდეს მადლობას ვუხდით VIIბ კლასის მშობლებს და განსაკუთრებით ქალბატონ თამუნა საყვარელიძეს საორგანიზაციო სამუშაოში გაწეული დახმარებისათვის, და სკოლის საინფორმაციო მენეჯერს ნინო პერანიძეს.